ამერიკა

მამაკაცი, რომელმაც ლატარეაში $1 მილიონი მოიგო, 3 კვირაში გარდაიცვალა

newyorkupstate.com

ამერიკაში, ნიუ იორკში, მამაკაცმა 10 დოლარად შეძენილ ლატარიის ბილეთში 1 მილიონი დოლარი მოიგო. 3 კვირაში, ის მოულოდნელად გარდაიცვალა. 51 წლის დონალდ სავატანოს ექიმებმა მეოთხე სტადიის კიბო დაუსვეს დიაგნოზად.

ლატარიის კომპანიის წესების თანახმად, მოგებული თანხის აღება ეტაპობრივად არის შესაძლებელი, გარდაცვლილმა კი, მხოლოდ თანხის ნაწილი 661,800 დოლარი აიღო.

კომენტარები