არჩევნები 2018

ნოდია: საპრეზიდენტო არჩევნებზე მნიშვნელობა ექნება არა პარტიას, არამედ პიროვნებას

დღევანდელი მონაცემებით, ოპოზიციის შანსები [საპრეზიდენტო არჩევნებზე] ძალიან სუსტია. მაგრამ ორი რამ უნდა გვახსოვრეს, ჯერ ერთი, 9 თვეა არჩევნებამდე და არ ვიცით, რა მოხდება ქვეყანაში და როგორ შეიცვლება ვითარება. მეორეც, გამოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს კარგად ესმის, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ძლიერი და აქვს სიმბოლური მნიშვნელობა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში მნიშვნელობა არ ექნება პარტიას, მნიშვნელობა ექნება პიროვნებას ექნება. თუ გამოჩნდა, ასე ვთქვათ, ოპოზიციის მხრიდან ისეთი პიროვნება, რომელსაც ექნება ქარიზმა, ნდობა და ამავე დროს, ოპოზიციურმა ძალებმა, რესურსებმა მხარი დაუჭირეს, ის შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი კანდიდატი. კანდიდატი, რომელიც სირთულეს შეუქმნის ხელისუფლებას. 

თქვა გია ნოდიამ რუსთავი 2-ის ეთერში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.

კომენტარები