საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ნათლისღებას პატრიარქმა მმკ-ის კიდევ ერთი აგრესიული მღვდელი დააჯილდოვა

მღვდელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე

ნათლისღების საზეიმო ლიტურგიის დასრულებისას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ერთ-ერთი აგრესიული მღვდელი, ნიკოლოზ ჩხიკვაძე დეკანოზის ხარისხში აღიყვანა.

"დღეს ჯილდოვდება სასულიერო პირი, მღვდელი ნიკოლოზი (ჩხიკვაძე) აღყვანილია დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით, აქსიოს! (ღირსია)", - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა. 

მღვდელმა ნიკოლოზი ფართო საზოგადოებამ პირველად გაიცნო მოწოდებით - "დაგმე მიშა!", რომლითაც მან ასავალ-დასავალის რედაქციის წინ გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიმართა.

მღვდელი ნიკოლოზი აქტიურად მონაწილეობდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის აქციებში. 

დაჯილდოებული მღვდელი მიიჩნევს, რომ რელიგიური შემწყნარებლობა სარწმუნოების ღალატს ნიშნავს. დეკანოზი ნიკოლოზი წერდა, რომ - პაპი ისლამზე დიდი მტერია, ის მოიწვია პლასტელინა პრეზიდენტმა.

კომენტარები