ყაზახეთში ავტობუსს ცეცხლი მოეკიდა. შედეგად, 52 ადამიანი დაიღუპა, 5 კი - დაშავდა. დაშავებულები სავაადმყოფოში იმყოფებიან. უზბეკეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრმა გადარჩენილთა დასახმარებლად ადგილზე ექიმების დამატებითი ჯგუფი გაგზავნა.
შემთხვევა უზბეკეთის საზღვართან ადგილობრივი დროით 10:30-ზე მოხდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ავტობუსს უზბეკეთის მოქალაქეები რუსეთის მიმართულებით გადაჰყავდა.
ამ დროისთვის, სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.