იუსტიციის მინისტრი სპეციალური მიწვევით ანტიგუა და ბარბუდაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას, იუსტიციის სამინისტრო ავრცელებსს. თეა წულუკიანი კარიბის ზღვის რეგიონის მაღალი დონის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტზე − „21-ე საუკუნის მმართველობა“ − მინისტრი სიტყვით გამოვა და ქართული რეფორმების შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
ანტიგუა და ბარბუდაში იუსტიციის მინისტრის ვიზიტი 19 იანვარს სრულდება.





