დონალდ ტრამპი

აფრიკის კავშირი: ტრამპმა აფრიკისთვის "ნაგვის" წოდების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს

AP

აფრიკის კავშირმა დონალდ ტრამპს ოფიციალურად ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. მათი განცხადება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც თეთრ სახლში იმიგრაციის განხილვისას დონალდ ტრამპმა აფრიკულ ქვეყნებს "ნაგავი" (Shithole) უწოდა.

ტრამპი მსგავსი ტერმინის გამოყენებას უარყოფს.

გავრცელებული ცნობით ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ნაკლები მიგრანტი უნდა მიიღოს "ნაგავი" ქვეყნებიდან და მეტი ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ნორვეგია.

დემოკრატი სენატორი დიკ დარვინი ასევე აცხადებს, რომ ელ სალვადორიდან, ჰონდურასიდან და ჰაიტიდან ჩასული მიგრანტებისათვის დროებითი თავშესაფრის მინიჭებაზე საუბრისას ტრამპმა თქვა: "ჰაიტიდან? ნამდვილად გვჭირდება მეტი ადამიანი ჰაიტიდან?"

ტრამპმა სენატორის განცხადება Twitter-ზე უარყო.

"არასდროს მითქვამს დამამცირებელი რამ ჰაიტიზე, გარდა იმისა, რაც აშკარაა. რომ ეს არის ძალიან ღარიბი და პრობლემური ქვეყანა. არადროს მითქვასმ "გაყარეთ ისინი". დემოკრატების მოგონილია. შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ჰაიტელებთან. როგორც ჩანს, სამომავლოდ შეხვედრები უნდა ჩავიწერო - სამწუხაროდ, ნდობა აღარ არის!" დაწერა მან.

 

კომენტარები