ნარკოდანაშაული

შსს: 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული მეტადონი ამოვიღეთ

შსს

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. 1970 წელს დაბადებული ჯ.თ. თბილისში აიყვანეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული კოკაინი და 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონი“ ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები