რედიოჰედი და ლანა დელ რეი

RADIOHEAD უარყოფს ლანა დელ რეისთვის ჩივილის ფაქტს

getty images

Radiohead-ის საგამომცემლო კომპანიის, Warner/Chappell-ის წარმომადგენლები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯგუფი ლანა დელ რეის Creep-ის მოპარვისთვის სასამართლოში უჩივის.

რამდენიმე დღის წინ ლანა დელ რეიმ ტვიტერზე დაწერა, რომ რედიოჰედი მას Creep-ის მოპარვის გამო, სასამართლოში უჩიოდა და მისი ახალი სიმღერიდან "Get Free" შემოსავლების 100% ითხოვდა.

Warner/Chappell-მა ლანა დელ რეის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რედიოჰედი სასამართლოში ჩივილს არ აპირებს და არც შემოსავლების 100%-ს ითხოვს.

"ჩვენ მოლაპარაკებები გვქონდა ლანა დელ რეის წარმომადგენლებთან აგვისტოს შემდეგ. ნათელია, რომ Get Free-ში გამოყენებული ელემენტები დიდ წილად ემთხვევა Creep-ს, მაგრამ სასამართლოში არანაირი სარჩელი არ შეტანილა" - წერია განცხადებაში. 

კომენტარები