რედიოჰედი და ლანა დელ რეი

RADIOHEAD ლანა დელ რეის CREEP-ის მოპარვის გამო უჩივის

pitchfork.com

ბრიტანული ჯგუფი რედიოჰედი ლანა დელ რეის Creep-ის მოპარვაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

 

ჯგუფში მიაჩნიათ, რომ ლანა დელ რეის ბოლო ალბომის სიმღერა "Get Free" რედიოჰედის სიმღერის Creep-ის მსგავსია.

ამის შესახებ ლანა დელ რეიმ საკუთარ ტვიტერზეც დაწერა.

"სარჩელზე გავცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამის მიუხედავად, მე ვიცი რომ ჩემი სიმღერა Creep-დან ინსპირირებული არ ყოფილა, მაგრამ რედიოჰედი თვლის რომ ეს ასე იყო და სრულ, 100%-ს ითხოვენ მის გამოცემაში. ბოლო თვეების განმავლობაში მე მათ 40%-ს ვთავაზობდი, მაგრამ ისინი მხოლოდ 100%-ზე არიან თანახმა. მათი ადვოკატები არაფრით იხევენ უკან, ამიტომ ყველაფერი სასამართლოში გადაწყდება" - წერს ლანა დელ რეი. 

სიმღერა Creep რედიოჰედმა 1992 წელს გამოუშვა. მაშინ ჯგუფმა The hollies-მა რედიოჰედს წარმატებულად უჩივლა, მათი სიმღერიდან - "The Air That I Breathe"-დან მელოდიის მოპარვაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქრიფის გაყიდვებიდან შემოსული თანხიდან რედიოჰედმა ჯგუფ The Holllies-ს ნაწილი გადასცა.

 

კომენტარები