ყურადღება იქნა გამახვილებული ნარკოპოლიტიკაზე. ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას, ძალიან ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები, არსებული რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული.
tbl.ge/2pqc
დაკოპირდა

თბილისის მერი კახა კალაძე პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება, რომლის მიხედვით, "აუცილებელია, შემუშავდეს ისეთი ნარკოპოლიტიკა, რომელიც ახალგაზრდებს დაიცავს და შექმნის უარყოფით განწყობას ამ უმძიმეს სენთან მიმართებით".
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




