ილია II-ს იუბილე

ვოლსკი პატრიარქს: საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ

დღეს, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიატრქს, ილია II-ს საპატრიარქოში შეხვდნენ და 85 წლის იუბილე მიულოცეს.

„დიდი სიყვარულით და სიხარულით შემოვედით, რომ მოგისმინოთ, ჩვენი სიყვარული და პატივისცემა კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ. ვუერთდებით იმ მილოცვებს, რომელიც მთელ საზოგადოებას გააჩნია. ვინაიდან ჩვენ აქ ხალხის მიერ არჩეულები ვართ, მაჟორიტარებიც ბევრი არიან, ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“, - მიმართა პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.

თავის მხრივ ილია II-მ სტუმრებს მადლობა გადაუხადა, დალოცა და შობის დღესასწაული მოიულოცა.

"მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. ჩემი აზრით, შეხვედრა პატრიარქთან არ უნდა იყოს დამოკიდებული პარტიებზე, ყველას აქვს უფლება მოვიდეს პატრიარქთან და  გაუზიაროს თავისი აზრები. გმადლობთ. დალოცვილი იყავით და ბედნიერი  შობა გაგითენოთ ღმერთმა"- თქვა კათოლიკოს-პატრიარქმა.

ილია II-ს გუშინ 85 წელი შეუსრულდა.

კომენტარები