სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის ბიჭი დაიღუპა.
ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მოზარდმა ეზოში მდგარ შემდუღებელ აპარატთან სანთებელა აანთო, რამაც აფეთქება გამოიწვია. ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.





