სპეციალური საპოლიციო ღონისძიება პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ეს არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მსგავსი ღონისძიებები რაც უფრო იშვიათად ჩატარდება, მით უკეთესია, თუმცა, ჩვენ იძულებით მოგვიწია ამ ღონისძიების ჩატარება, რამეთუ გვქონდა ოპერატიული ინფორმაციაც და სტატისტიკური მონაცემები ერთმნიშვნელოვნად მიგვანიშნებდა, რომ საახალწლოდ მოხდებოდა სტატისტიკის გაფუჭება - სამართალდარღვევის შემთხვევების ზრდა. ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით მიგვემართა ამ ღონისძიებისთვის, რომელიც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არ არის საუკეთესო ინსტრუმენტი. ასევე, ისიც კარგად გვესმის, რომ ეს არ არის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებასა და სამართალდამცველს შორის ნდობის აღდგენას. თუმცა, დღევანდელი სიტუაციის შეფასების შედეგად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ღონისძება უნდა ჩატარებულიყო ახალი წლის წინ პრევენციის მიზნით. და შედეგებმაც დაადასტურა გამოწვევების ის შეფასება, რომელიც ჩვენ გვქონდა. შედეგები არის საკმაოდ მასშატბური.განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ნარკოტიკების ნაწილის მიმართულებას - იცით, რომ კილოგრამი ჰეროინი იყო ამოღებული.
tbl.ge/2p5h
დაკოპირდა

თქვა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22-23 დეკემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით საპოლიციო კონტროლი, იგივე რეიდები ჩაატარა. შეამოწმეს 52 ათასი ადამიანი, დაკავებულია 127.
ამავე თემაზე
- გახარია: როცა მშვიდობიან რევოლუციაზე ლაპარაკობ, შენ პროტესტის დელეგიტიმაციას ახდენ
- გოგიჩაიშვილი: ამ მოცემულობაში გახარიას ჩამოსვლა არ იქნება სწორი და რელევანტური
- გახარია: საქართველოში დაბრუნებას ვაპირებ - ჯერჯერობით, ვიზიტები კიდევ დაგეგმილი მაქვს
- გახარია: არანაირი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ აქვს ჩვენგან და არც მომავალში ექნება
- გახარია: გავუფრთხილდეთ 31 მარტის მონაპოვარს და ერთად დავდგეთ ამ მონაპოვარის დასაცავად




