კრიმინალი

სტამბოლში ე.წ კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი, იგივე დათო პანკისკი მოკლეს

Reginfo

სტამბოლში ე.წ კანონიერი ქურდი, 36 წლის დავით ალხანაშვილი, იგივე დათო პანკისკი მოკლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ალხანაშვილი რესტორანში იმყოფებოდა. მას დაურეკეს და გარეთ გავიდა, სადაც ზურგში ესროლეს. 

რუსთავი 2-ის ცნობით, ალხანაშვილზე ასევე ე.წ კანონიერი ქურდის, ზაქარია კალაშოვის, იგივე "შაქრო მოლოდოის" გარემოცვამ შური იძია. თურქული მედიის ცნობით, ის ასევე ე.წ კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო და 2011 წელს შაქრო მოლოდოის ნათესავზე თავდასხმაში მონაწილეობდა.

კომენტარები