არ შემიძლია, არ გავუსვა ხაზი იმ იუბილეს, რომელსაც ჩვენ ვუახლოვდებით. სულ რამდენიმე დღეში ჩვენ უნდა მივულოცოთ ჩვენს კათოლიკოს პატრიარქს 40 წლის იუბილე მისი პატრიარქობის, მისი მეუფების. ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ვინაიდან ამ 40 წლის განმავლობაში საქართველოში აღორძინდა სულიერება. ეს იყო ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც პატრიარქმა მართლაც ხელში აყვანილი გამოატარა ჩვენი საზოგადოება და ეს არის ადამიანი, რომელსაც საყოველთაო პატივისცემა აქვს მთელს ჩვენს ქვეყანაში მიუხედავად რელიგიური კუთვლინებისა და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ვინაიდან, დაშორებითაც ჩვენს რეგიონში და უფრო ფართოდაც ეს არის ადამიანი, რომლითაც მთელი ჩვენი ქვეყანა ამაყობს. მე მინდა დიდი სიყვარულით და დიდი პატივისცემით მივულოცო მას ეს იუბილე, ასევე 85 წლის იუბილე და ვუსურვო მას ჯანმრთელობა და კიდევ დიდხანს მეუფება საქართველოს საკეთილდღეოდ.
მთავრობა პარლამენტში
კვირიკაშვილი: ილია II-მ რთულ პერიოდში ხელში აყვანილმა გამოატარა ჩვენი საზოგადოება
tbl.ge/2oxt
დაკოპირდა
თქვა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას. პარლამენტი დღეს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უსმენს.
ამავე თემაზე
- კვირიკაშვილი: არ შემიძლია არ აღვნიშნო მსგავსება ექსპრეზიდენტსა და მის წარმომადგენელს შორის
- ჯანელიძე კანდელაკს: თქვენ მიერ გაჟღერებული ინფორმაცია მცდარია
- ქანთარია კვირიკაშვილს: გყავთ მტრები, რომლებიც შხამით არიან გავსებულები
- კვირიკაშვილი ჩატაევზე: გაუშვეს, რადგან მის საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ იყო
- კვირიკაშვილი აგროკრედიტების პროგრამაზე: არის თუ არა ეს უფასო ფული?