კრიმინალი

ექიმი: არასრულწლოვანს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, დანით

ტვ იმედი

რუსთაველის გამზირზე დაჭილ მოზარდს ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ამ წუთებშიც უტარდება. ექიმის ინფორმაციით, მას 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, დანით.

"პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთი-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში, აღენიშნება ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი. ამჟამად იმყოფება საოპერაციო ბლოკში, მიმდინარებს ოპერაციული მკურნალობა. 4 ჭრილობა აქვს მიყენებული, სავარაუდოდ, დანით. ჰემორაგიული შოკია, მიმდინაროებს მკურნალობა, სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება", - აცხადებს ექიმი.

მისივე თქმით, მოზარდი დაახლოებით 15-16 წლისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი თავისუფლების მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ქუჩური გარჩევის დროს დაჭრეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობას, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დაჭრილია ერთი მოზარდი. შსს-ში ამ დროისთვის არ ამბობენ დაკავებულია თუ არა ბრალდებული, უწყების განცხადებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები