აშშ-რუსეთი

ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ჩრდილოეთ კორეის კრიზისზე ისაუბრეს

Independent

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით გუშინ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტებმა ჩრდილოეთ კორეაში არსებული სახიფათო მდგომარეობის გადასაჭრელად ერთობლივ მუშაობაზე ისაუბრეს.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათვამია, რომ ტრამპმა და პუტინმა ჩრდილოეთ კორეის საკითხის გარდა აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს.

თეთრი სახლის ცნობით ტრამპმა პუტინს მადლობა გადაუხადა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე ამერიკის წარმატებების აღნიშვნისათვის.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ პრესკონფერენცაიზე პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო რუსეთის ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და თქვა, რომ მისი კოლეგის, დონალდ ტრამპის ოპონენტები მსგავსი ბრალდებებით და რუსეთთან კავშირების შეთხზვით აშშ-ს აზარალებენ.

პუტინის თქმით საპრეზიდენტო არჩევნების წელს რუს ოფიციალურ პირებს და ტრამპის გუნდს შორის კონტაქტი ნორმალური იყო. მისი თქმით ოპოზიციის ბრალდებები შეურაცხყოფს იმ ადამიანებს, ვინც ტრამპს მისცა ხმა.

"ეს ყველაფერი მოგონილია ტრამპის ოპონენტების მიერ, რათა მის ქმედებებს ლეგიტიმურობა დააკარგვინონ." თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ტრამპის წვლილი არის ზოგიერთ საკმაოდ სერიოზულ მიღწევაში, თუმცა ის არ არის ისეთ პოზიციაში, რომ გააუმჯობესოს რუსეთთან ურთიერთობები.

პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება, რადგან მისი აზრით ამგვარად ბევრი საკითხის უფრო ეფექტურად მოგვარება მოხერხდება.

რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეის საკითხს, პუტინის აზრით ძალის გამოყენება კატასტროფულ შედეგებს მოიტანს და ამიტომ ოფიციალური მოსკოვი მიესალმება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის ინიციატივას ჩრდილოეთ კორეასთან წინაპირობების გარეშე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

კომენტარები