15 დეკემბერს თბილისის 7 რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

newcastle.gov.za

ხვალ, 15 დეკემბერს, თბილისის 7 რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორიაონის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

09 საათიდან 10 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საირმის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფანასკერტელი-ციციშვილის, ბახტრიონის და ლიხაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და იყალთოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის, წყნეთის გზატეცილის, წყნეთის ხევის, ლეოპოლდ ბილფელდის, თაყაიშვილის, გაბაშვილის, შოვის, ყიფშიძის, ფალიაშვილის, ლევან მიქელაძის, არაყიშვილის, ნინო რამიშვილის, თაქთაქიშვილის, ბერძენიშვილის, კავსაძის, მოსაშვილის, წყნეთის და ირაკლი აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

17 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი


11 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის და ალექსანდრე ბარამიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

13:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.


დიდუბის რაიონი


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, მირცხულავას, აგლაძის და წყალტუბოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ფორე მოსულიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი


ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები