სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

პრეზიდენტი: ჩვენ სამწუხაროდ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება

ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როცა ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება შეეჯახა სამი ახალგაზრდის მკვლელობას, ის რეაქცია, რომელიც ამას მივეცით, ნათლად გვიჩვენებს, რომ უფრო უნდა გავიაზროთ თოთოეული მოქალაქის როლი, უნდა გავიაზროთ, რა როლს ვთამაშობთ როგორც ერთიანი საზოგადოებრივი სხეულის შექმნის პროცესში. არა მარტო როგორც სამართალდამცავები, როგორც კანონმდებლები და როგორც პოლიტიკოსები, არამედ როგორც საზოგადოების წევრები. თვალი უნდა გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ჩვენ სამწუხაროდ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება. საზოგადოება, რომლისთვისაც ძალადობა და ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი არის მისაღები და ხშირ შემთხვევაში - მოსაწონი. მხოლოდ მკვლელობა არ არის ძალადობა. შევხედოთ, როგორც ვურთიერთობთ ერთმანეთთან - აგრესიული ადამიანი, რომელიც აგრესიის ფორმით გამოხატავს თავის პოზიციას, აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია

პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვა ქალთა ძალადობის კვირეულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე

კომენტარები