9 დეკემბერს თბილისის 2 რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

9 დეკემბერს თბილისის 2 რაიონის მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

კრწანისის რაიონი


10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ათონელის და ორბელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, კედიას და ვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება." - აცხადებს თელასი.

კომენტარები