სექსუალური შევიწროება

ჯენიფერ ლორენსი: ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სახის შევიწროებაზე საუბარი

elle.co.uk

ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა The Hollywood Reporter-თან ჰარვი ვაინშტაინზე და ზოგადად, სექსუალურ შევიწორებაზე ისაუბრა.

"ჩემს თავზე რომ ვისაუბრო, ჰარვი ვაინშტაინს 20 წლიდან ვიცნობ და გამონაკლისი შემთხვევების გარდა ყოველთვის კეთილგანწყობილი იყო ჩემდამი. ერთ-ერთი შემთხვევის შემდეგ მე მას **აკი ვუწოდე. მან ძალაუფლება ცუდად გამოიყენა. მე დრო დამჭირდა, რომ ყველაფერზე დავფიქრებულყავი, რადგან მეგონა რომ ჰარვის ვიცნობდი და ამ დროს ის გაუპატიურებაში დაადანაშაულეს. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ის ძაღლი, უხეში ადამიანი იყო, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ის შემვიწროებელი იყო."- თქვა ჯენიფერ ლორენსმა.

ლორენსის თქმით, ის ჰარვი ვაინშტაინისადმი ბრალდებების გაგების შემდეგ მთელი დღე ცუდად გრძნობდა თავს.

"როდესაც მოვისმინე ქალის ჩანაწერი, როგორ თხოვს მას ჰარვი რომ შხაპის დროს უყუროს, მთელი დღის განმავლობაში ძვლების ტკივილს ვგრძნობდი, ძალიან ცუდად ვიყავი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ყველანაირი სახის შევიწროებაზე საუბარი. წარმოიდგინეთ ასეთი ძლევამოსილი კაცი, როდესაც გეუბნებათ რომ რამე გაუკეთეთოთ და თქვენ მას უარით ისტუმრებთ. ის კი საპასუხოდ გემუქრებათ და გეუბნებათ რომ არ შეარცხვინოთ." - თქვა ჯენიფერ ლორენსმა.

კომენტარები