მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილის სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული, ექსპრეზიდენტი კორპუსის სახურავზეა

კადრი პირდაპირი ეთერიდან

"არ მისცეთ უფლება რომ ჩაიდინონ დანაშაული", - საკუთარ მხარდამჭერებს კორპუსის სახურავიდან მიმართავს მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილის საცხოვრებელ სახლთან სპეცრაზმია მობილიზებული, ისინი ოდესის ყოფილი გუბერნატორის სახლის გაჩხრეკას ცდილობენ. სააკაშვილის განცხადებით, პეტრო პოროშენკო მის დაკავებას გეგმავს. 

სააკაშვილი ჩხრეკის დროს კორპუსის სახურავზე ავიდა. მან უკრაინელ ხალხს იქიდან მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. კიევში მიმდინარე მოვლენები facebook-ის პირდაპირ ეთერში სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობის" წევრის, დავით საყვარელიძის გვერდზე გადაიცემა.

"არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს. 

"ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, - განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა. 

განახლება: მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია, იხილეთ სრულად.

კომენტარები