სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

შს მინისტრი არ გამორიცხავს, რომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზრდება

გიორგი გახარია
ეკონომიკის სამინისტრო

შინაგან საქმეთა არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ პირთა წრის გაზრდას არ გამორიცხავს. მინისტრის თქმით, ასევე შეიძლება შეიცვალოს სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის მოქმედებათა შეფასებაც. 

"გამოძიების პროცესში შესაძლოა ყველა შემხებლობაში მყოფ პირს სტატუსი შეეცვალოს. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შესაბამისი შეფასება ექნება მიცემული სკოლის ადმინისტრაციის და ასევე მანდატურის სამსახურის მოქმედების ეფექტურობას. და, გამოძიების შედეგად, როგორც სტატუსი ისე შეფასებები შეიძლება შეიცვალოს", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები