კრიმინალი

ქურდობისა და ფულის გათეთრებისთვის, ესპანეთში საქართველოს 19 მოქალაქე დააკავეს

metro.us

ესპანეთის კრიმინალური პოლიციის, საქართველოს კრიმინალური პოლიციის და ესპანეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს თანამშრომლობით, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ესპანეთის სამეფოს ქალაქებში - მადრიდსა და ბარსელონაში ერთდროულად ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაკავებულია 23 პირი, მათ შორის საქართველოს 19 მოქალაქე.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა, ბინის ქურდობა და ფულის გათეთრება.

"ესპანელმა სამართალდამცველებმა, სპეცოპერაციის შედეგად, დიდი რაოდენობით ფული და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს" - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები