ჰარვი ვაინშტაინი

ჯეიმს კამერონი: ვაინშტაინი კინაღამ ტიტანიკისთვის აღებული ოსკარით ვცემე

NME.com

ჯეიმს კამერონმა ჟურნალ Vanity fair-თან ჰარვი ვაინშტაინის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მან იმ ღამეს, როდესაც ტიტანიკისთვის ოსკარი აიღო, ჰარვი ვაინშტაინი კინაღამ ოსკარით ცემა.

"მახსოვს, რომ ჰარვი ვაინშტაინი კინაღამ ტიტანიკისთვის აღებული ოსკარით ვცემე. ეს ყველაფერი თეატრის მთავარ სცენაზე ხდებოდა, ამ დროს მუსიკა დაიწყო, რათა ხალხი სკამებს დაბრუნებოდა. ჩვენს გარშემო მდგომი ადამიანები ამბობდნენ - "აქ არა, აქ არა!". თითქოს ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყო. ვაინშტაინთან კონფლიქტის მიზეზი გრძელი ისტორიაა, ეს ყველაფერი გილერმო დელ ტოროს უკავშირდება, რომელსაც მირამაქსში ძალიან ცუდად ექცეოდნენ. იმ საღამოს, ჰარვი ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამომართვა და მეუბნებოდა, თუ რამდენად კარგად ექცეოდნენ არტისტებს მის კომპანიაში. მე ვაინშტაინს ჩემი მეგობრის გამოცდილება გავახსენე მირამაქსში და კონფლიქტიც ამან გამოიწვია."- ამბობს ჯეიმს კამერონი.

კომენტარები