NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ხანძარი

ბათუმში 180-ოთახიანი სასტუმრო ლეოგრანდი დაიწვა

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 - 01:16
tbl.ge/2n53
დაკოპირდა
booking.com

ქალაქ ბათუმში, სასტუმრო და კაზინო "ლეოგრანდში" ხანძარი გაჩნდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ზღვისპირას, ქალაქის შესასვლელთანაა განთავსებული და 180 სასტუმრო ოთახს მოიცავს. 

ლეოგრანდში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა, განთავსებულია სპა სალონი, საუნა, აუზი, რესტორანი და ბარი. სასტუმრო მაშინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 2016 წლის მონაცემების მიხედვით, სასტუმრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტის მიერაა რეკომენდირებული.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 11, ხოლო დაშავდა 15-ზე მეტი ადამიანი. უწყების ცნობით, გარდაცვლილი ადამიანების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მათივე ცნობით, დაშავებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, თუმცა გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს. სასტუმროში ხანძარი, დაახლოებით, საღამოს 8 საათისთვის გაჩნდა. თვითმხილველების ერთი ვერსიით, ხანძარი სასტუმროს სპა სალონში გაჩნდა, ხოლო სხვა ვერსიით კი - ცეცხლი კაზინოს ნაწილს გაუჩნდა.

მსხვერპლის მასშტაბით, რეგიონში ეს ყველაზე დიდი ხანძარია. თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც შენობისთვის განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობდა. მოგვიანებით მუხლი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება.

ხანძრის გამო, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელიდან, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ესწრებოდა, თბილისის ნაცვლად ბათუმში ჩაფრინდა. მან ნახევარი საათის შემდეგ სასტუმრო კომენტარის გარეშე დატოვა. ბათუმში, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც იმყოფება.

ლეოგრანდიბათუმიხანძარიხანძარი სასტუმრო ლეოგრანდშიუბედური შემთხვევაშინაგან საქმეთა სამინისტრო

ამავე თემაზე

  • კვირა, 5 ივლისი, 2026 - 20:40ვაზისუბანში ხანძარს ქალი ემსხვერპლა
  • შაბათი, 20 ივნისი, 2026 - 11:55დომინიკის რესპუბლიკაში, საზღვაო კურორტზე ხანძარი გაჩნდა - 1 ტურისტი დაიღუპა
  • კვირა, 14 ივნისი, 2026 - 21:18ავლაბარში, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა
  • სამშაბათი, 10 მარტი, 2026 - 01:11ვაზისუბანში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
  • ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026 - 12:28სენაკში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:19

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ 121 პირს ბრალდება წარედგინა, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 20:09

ფაშისტურ-ნაცისტური იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 8 წევრს პატიმრობა მიესაჯა

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში - იოსელიანი
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:53

ვაზიანის აეროპორტი 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში - იოსელიანი

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 18:40

პირს, რომელიც გორში მანქანით დედა-შვილს დაეჯახა, 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026 - 17:31

სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
4NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕