კრიმინალი

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც მოქალაქეს დანის მუქარით მანქანა გასტაცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1998 წელს დაბადებულმა გ.ა-მ სენაკის რაიონის სოფელ ქვალონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეს დანის მუქარით მერსედესის მარკის ავტომობილი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"ცხელ კვალზე ჩატარებული მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. გ.ა. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს" - აცხადებს შსს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).

კომენტარები