ბეჭდების მბრძანებელი

ამაზონი ბეჭდების მბრძანებელს სერიალად გადაიღებს

lotr.com

ამაზონმა ინფორმაცია დაადასტურა, რომ ჯ.რ.რ ტოლკინის ბეჭდების მბრძანებელს სერიალად გადაიღებენ. ამის შესახებ ამაზონის წარმომადგენელმა შარონ ტალ იგუადომ ისაუბრა.

"ბეჭდების მბრძანებელი კულტურული ფენომენია, რომელიც ლიტერატურისა და ფილმების მოყვარულ ადამიანთა თაობებს წარმოუდგენელ სამყაროში აცხოვრებს. ჩვენთვის პატივია, რომ სატელევიზიო ვერსიის გადაღების უფლება მოვიპოვეთ და მალე ბეჭდების მბრძანებლის გულშემატკივრებს შუახმელეთში ახალ მოგზაურებს შევთავაზებთ."- თქვა ამაზონის წარმომადგენელმა.

Hollywood Reporter-ის ცნობით, ამაზონმა სერიალის გადაღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც HBO-ს სერილს Game Of Thrones-ს ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად.

ჯერჯერობით უცნობია დაიწყო თუ არა სერიალის გადაღება და როდის ვიხილავთ მას.

კომენტარები