სექსუალური შევიწროება

ჰარვი ვაინშტაინი: ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს, მეორე შანსის იმედი მაქვს

Cnn.com

ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანშაულა, მათ შორის სამმა ქალმა მას გაუპატიურებაში დასდო ბრალი.

ბრალდებების შემდეგ ვაინშტაინს ოფიციალური კომენტარი არსად გაუკეთებია. Dailymail-მა პროდიუსერის ჩაწერა ქალიშვილის სახლიდან გამოსვლისას შეძლო.

"არ ვარ კარგად, მაგრამ ყველაფერს ვცდილობ, დახმარება უნდა მივიღო. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს და მე მეორე შანსის იმედი მაქვს. ყოველთვის თქვენი მომხრე ვიყავი [ჟურნალისტების], მე კარგი კაცი ვიყავი."- თქვა ჰარვი ვაინშტაინმა

კომენტარები