ნარკოდანაშაული

შსს: ფონიჭალაში 4 ნარკორეალიზატორის ჩხრეკისას, ჯამში 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციების დროს დაკავებულების ჩხრეკისას, ჯამში 50 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს. ფონიჭალის დასახლებაში, ოთხ სხვადასხვა ადგილას სპეცოპერაციისას, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1977 წელს დაბადებული ვ.ჯ-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 13 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება, 1983 წელს დაბადებული ზ.ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, 1982 წელს დაბადებული ე.ი-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 14 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.ბ-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 11 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ. პოლიციამ მათ მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 15 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო"- აცხადებს შსს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

ბოლო ორ თვეში, ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით, ათზე მეტი პირი დააკავეს.

კომენტარები