საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს საბაჟო გამშვები
პუნქტი "მტკვარის" გავლით, მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი
სამალავებით ცდილობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მალულად გადაეტანა
984 ერთეული მობილური ტელეფონი, რომლის საბაჟო ღირებულება, ჯამში, 22
240 ლარს შეადგენს" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 214 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 - დან 7 წლამდე ვადით.





