ტრანსპორტი

მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე დაწესებული ჯარიმა ოთხმაგდება

თბილისის მერია

პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა დღეს არსებული 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი მიღების შემთხვევაში მერიას დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზების საშუალება ექნება.

რამდენი ჯარიმა იწერება უბილეთოდ მგზავრობაზე:

  • 2014 წელს - 64 949 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 46 583 საჯარიმო ქვითარზე.)
  • 2015 წელს - 48 702 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 37 161 საჯარიმო ქვითარზე);
  • 2016 წელს - 53 836 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 41 674 საჯარიმო ქვითარზე).

უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან მერიამ შემდეგი შემოსავლები მიიღო:

  • 2014 წელს - 754 535 ლარი
  • 2015 წელს - 396 810 ლარი
  • 2016 წელს - 490 692 ლარი

ამავე კანონით პირვანდელი ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაწესებული საურავი დღეს არსებული 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.

კომენტარები