ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 1.7 თეთრით, ხოლო ევროსთან - 3 თეთრით გამყარდა

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი დოლართან 1.7, ხოლო ევროსთან - 3 თეთრით გამყარდა.

6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6108 ლარი გახდა, 1 ევროსი კი, 3.0301 ლარი.

ბოლო კვირებში, ლარი ყოველდღიურად უფასურდებოდა. ეროვნულმა ვალუტამ ევროსთან მიმართებით, რამდენჯერმე მოხსნა გაუფასურების რეკორდი. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას "უსაფუძვლო მოლოდინებს" უკავშირებს. 

კომენტარები