შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1966 წელს დაბადებული ნ. ბ. დააკავეს.
შსს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, 1970 წელს დაბადებულ მ.ს.-ს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სისტემატურ შეურაცხყოფას.
ოჯახში ძალადობა