საკონსტიტუციო ცვლილებები

ჭიაბერაშვილი: ქართული ოცნება აღიარებს, რომ მათ მიიღეს ცუდი კონსტიტუცია

ახლა დამთავრდა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესი და იწყება ისევ კონსტიტუციის გადასინჯვა, რითაც ქართული ოცნება აღიარებს, რომ მიიღეს ცუდი კონსტიტუცია. ჩვენ ხელს შევუწყობდით კონსტიტუციის გაუმჯობესებას, რომ ამ გადასინჯვის პროცესში მზად იყოს ხელისუფლება და ქართული ოცნება იმაზე, რომ რეალური დიალოგი გაიმართოს იმ საკვანძო საკითხებზე, რასაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და მათ შორის ევროპული საქართველოც ვაყენებდით, ეს არის პროპორციული სისტემით 2020 წლის არჩევნების ჩატარება და ქართველი ხალხისთვის იმ უფლების დატოვება, რომ მან თავად აირჩიოს პრეზიდენტი.

განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ქართულმა ოცნება გეგმავს ცვლილებები შეიტანოს ახალ კონსტიტუციაში, რომელსაც მხარი რამდენიმე კვირის წინ მხოლოდ მმართველმა გუნდმა დაუჭირა. 

კომენტარები