გურამ კაშია

პრეზიდენტი: ჩემი მხარდაჭერა კაშიას, მიუღებელია მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია

მიუღებელია გურამ კაშიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. 
ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.ვგმობ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერი ფორმით.მივესალმები სპორტული საზოგადოების ერთსულოვან მხარდაჭერას გურამ კაშიას მიმართ, ზიზღი და ძალადობა ჩვენი საზოგადოებისთვის უცხოა. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვიცეკაპიტანს და არნემის "ვიტესის" კაპიტანს გურამ კაშიას.

გიორგი მარგველაშვილი გურამ კაშიას მიერ LGBT სამკლაურით თამაშს საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა

კომენტარები