ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი $15 მლნ ღირს

myjoyonline

ბრიტანელმა დიზაინერმა დები უინგჰემმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხსაცმელი შექმნა. ფეხსაცმლის წყვილი 15 მილიონ ამერიკულ დოლარად შეაფასეს. ფეხსაცმლის დიზაინის შესაქმნელად დები უინგჰემმა ფლორიდაში მოღვაწე თანამედროვე არტისტთან კრის კემპბელთან ითანამშრომლა. 

ფეხსაცმლის სილუეტი ხელნაკეთია და მსოფლიოს უიშვიათესი ძვირფასი ქვებითაა მორთული, მათ შორის, ვარდისფერი და ლურჯი ბრილიანტით. ფეხსაცმლის ელვა შესაკრავი და ძირი უმაღლესი ხარისხსის ოქროა. დიზაინის დასახვეწად კი 3-კარატიანი ბრილიანტი და 1000 ცალი ბრილიანტის ნამსხვრევია გამოყენებული.

ფეხსაცმლის დამკვეთის ვინაობას დიზაინერი არ ასაჯაროებს, თუმცა ცნობილია, რომ შეკვეთა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიდის. რამდენიმე წლის წინ, სწორედ, არაბთა საამიროებისთვის შექმნა უინგჰემმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საქორწინო კაბაც, რომლის ღირებულებაც 15,45 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. კაბა წითელი ბრილიანტით იყო მორთული.

კომენტარები