გიორგი არაბიძე

გიორგი არაბიძე: ადამიანები არ უნდა განასხვავო ერთმანეთისგან

GFF.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა და "ვიტესის" მცველმა გურამ კაშიამ, "ჰერაკლესის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT პირთა მხარდამჭერი სამკლაურით ითამაშა. ამ ფაქტს ინტერნეტ სივრცეში ნეგატიური გამოხმაურებები მოჰყვა ქართველი ფეხბურთელის გულშემატკივრების ნაწილისგან.

ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" წევრი გიორგი არაბიძე adjarasport-ს ესაუბრა.

"ორი აზრი არ არსებობს, ადამიანები არ უნდა განასხვავო ერთმანეთისგან. თვალი მოვკარი ძალიან კრიტიკულ კომენტარებს, ხალხის მხრიდან ასეთი რამ არ შეიძლება. ''კაშო'' ევროპაში თამაშობს, სადაც სხვა მენტალიტეტია. მას რომ აქციაში მონაწილეობა არ მიეღო, შესაძლოა კლუბის ხელმძღვანელებთან კონფლიქტი მოსვლოდა ან დისკვალიფიკაციით დაესაჯათ. დარწმუნებული ვარ გურამს არავინ კითხავდა გაიკეთებდა თუ არა სამკლავურს. სიმართლე გითხრა არ ვიცი ''კაშო'' რას ფიქრობს LGBT თემზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმში, გურამი ისე მოიქცა, როგორც უნდა იქცეოდეს პროფესიონალი. LGBT თემს არც მხარს ვუჭერ და არც წინააღმდეგი ვარ. თუ თავად არ გამოხატავენ აგრესიას, მათ მიმართ აგრესია დაუშვებელია."- უთხრა გიორგი არაბიძებ adjarasport-ს.

კომენტარები