მეორე ტურები

ბესელია II ტურზე: ენმ-ს არ აქვს არანაირი პერსპექტივა და გამარჯვების შანსი

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს არანაირი პერსპექტივა და გამარჯვების შანსი, ამიტომ როგორც ჩანს, არ სურთ არც რესურსების მართვა და არც დროის კარგვა. მოცემულობაა, ფაქტია და ძნელად წარმოსადგენია მათმა რომელიმე კანდიდატმა მოიპოვოს გამარჯვება. მათ ასევე სურთ წარმოაჩინონ, რომ არაჯანსაღი ვითარებაა და ეს სჭირდებათ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის და დამკვირვებლებისთვის, რომ თავი მსხვერპლად წარმოაჩინონ. მეორე ტურები ჩატარდება ასევე მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში, ყველგან, სადაც ის არის დაგეგმილი, ისე რომ არ იყოს არანაირი კითხვის ნიშანი.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ენმ-ის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის მიხედვითაც ისინი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ.

კომენტარები