სპეცოპერაცია თბილისში

თბილისში სპეცოპერაციის შედეგად 2 ადამიანი ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს

Rustavi 2

სამართალდამცველებმა ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს ერთი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალად ფულის გამოძალვა ედებათ.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს მუქარის გზით თანხას სძალავდნენ.

ორივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

პარალელურად სპეცოპერაცია სამგორში, წალკის ქუჩაზეც მიმდინარეობდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები