არჩევნები 2017

Isfed: მარნეულში ისეთი დარღვევებია, რომლებიც გავლენას ახდენს არჩევნების შედეგებზე

"გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია" - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების ბოლო განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ყველაზე პრობლემურად კვლავ მარნეულის #22 ოლქი რჩება.

"იქ, ცალკეულ უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მარნეულის #50-ე, 18-ე, 31-ე, 83-ე უბნებზე ფიქსირდება ისეთი არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე" - აცხადებს Isfed-ი.

ამ დროისთვის, სამართლიანმა არჩევნებმა 60 საჩივარი წარადგინა საუბნო კომისიებში, 66 საჩივარია - საოლქო კომისიებში, ხოლო 47 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნშია დაფიქსირებული.

კომენტარები