არჩევნები 2017

ელისაშვილი: ხელისუფლება ემზადება გაყალბებისთვის, ქართულ ოცნებას ეშინია მეორე ტურის

ცესკოსგან ვითხოვდით უმარტივეს რამეს, რომ ჩვენს დამკვირვებლებს თითოეულ უბანზე მისცემოდათ საშუალება, მარტივი ტექნიკური პროგრამით, უბანზე მისული თითოეული ამომრჩეველი გადაემოწმებინათ ელექტრონულ სიაში, ტელეფონში, კომპიუტერში, რათა თავიდან აგვეცილებინა გაყალბების თემა - ყბადაღებული კარუსელები.

გვინდოდა, შეგვემოწმებინა ერთი და იგივე ადამიანი ხომ არ აძლევს რამდენჯერმე ხმას უბანზე, ან არარეგისტრირებული ადამიანები ხომ არ შემოდიან, კარუსელი რომ გამოგვერიცხა. ეს არის აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა.

ველოდით, რომ ცესკო ამაზე დასტურს მოგვცემდა, მაგრამ ოფიციალურად გვითხრა უარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის. ქართულ ოცნებას ეშინია მეორე ტურის.

ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ საარჩევნო კამპანიის შედეგად ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა იმდენი ადამიანის დარწმუნება, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს.

კომენტარები