საკონსტიტუციო ცვლილებები

პრეზიდენტი მმართველ გუნდს კონსტიტუციის თაობაზე სასახლეში ხვალ იწვევს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ქართულ ოცნებას სასახლეში 4 ოქტომბერს, 16 საათზე იწვევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, ქართული ოცნება მარტივი სიტუაციის გართულებას ცდილობს. 

"თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე საკომუნიკაციოდ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის, ცხადია, „ქართულ ოცნებასთან“, მაგრამ კვლავ ადგილი აქვს სპეკულაციას, მიუხედავად იმისა, რომ სხვა კომუნიკაციაც იყო. სწორედ, ამ სპეკულაციების დასასრულებლად მინდა, ძალიან ღიად განვაცხადო და ღიად მოვიწვიო „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტთან შეხვედრაზე", - ამბობს აბაშიშვილი. 

პრეზიდენტთან შეხვედრის ინიციატივა მმართველი გუნდისგან მოდის - ირაკლი კობახიძემ მარგველაშვილს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება.

კომენტარები