არჩევნები 2017

ელისაშვილი: კონკურენტებს დარბაზში შემოსვლა უნდოდათ, მე იქ ვიყავი, რაზე მეჩხუბა?

ჩხუბი რაზეც მიდიოდა, დარბაზში უნდოდათ შემოსვლა ჩემს კონკურენტებს, მე კიდევ დარბაზში ვიყავი იმიტომ, რომ საკრებულოს წევრი ვარ და რაზე მეჩხუბა? 

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი TV პირველის ეთერში პასუხობს ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ იყო აქტიური საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, სადაც თბილისის ოპოზიციის მერობის კანდიდატები ელენე ხოშტარია და ზაალ უდუმაშვილი გამოაძევეს, ასევე, რამდენიმე გარემოს დამცველი. ისინი ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის ორი მიწის ნაკვეთის გადაცემის საკითხის განხილვას აპროტესტებდნენ

კომენტარები