შრომის უსაფრთხოება

სეუ-ს შენობის მე-5 სართულიდან 30 წლის მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა

პირველი რადიო

კიდევ ერთი დაღუპული მშენებლობაზე - ახალგაზრდა კაცი დღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შენობის მე-5 სართულიდან ჩამოვარდა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაღუპული 30 წლის კაცია, რომელსაც 9 თვის შვილი ჰყავს. გამოცემისვე ცნობით, მას სეუ-ს ობიექტზე პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები