თბილისის მეტრო

29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ არ იმუშავებს

29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. კომპანიის განმარტებით, მეტროს მუშაობის შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილი სამუშაოებია.

ამ პერიოდის განმავლობაში, მეტრო იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“. გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს შეეძლებათ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით გადაადგილდნენ, რომლებიც მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან.

კომენტარები