გერმანიის მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის ოფისთან (AfD) აქცია იმართება

Maria Byrne

გერმანიის მემარჯვენე ნაციონალისტური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მთავარი ოფისის წინ, გერმანიის მოქალაქეები აქციას მართავენ. 

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, AfD 13.3%-ით მე-3 ადგილს იკავებს, რითიც უსწრებს თავისუფალი დემოკრატების (FDP), მწვანეებისა და მემარცხენეების პარტიას. 

აქციას წინ უძღოდა ჯერ გამარჯვებული პარტიის ლიდერის ანგელა მერკელის განცხადება, რომელმაც გერმანელ ხალხს დაუფიცა, რომ "აუცილებლად დაიბრუნებს იმ ხმებს, რომლებიც AfD-მ მიიღო". 

AfD-სთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მწვანეთა პარტიის ლიდერმაც, რომელმაც თქვა, რომ მათი გამარჯვება (ბუნდესტაგში შესვლა) სიხარულთან ერთად, მწუხარებასაც იწვევს, რადგან "ფაშისტები ბუნდესტაგში ბრუნდებიან". 

კომენტარები