დისკრიმინაცია

ბათუმში შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონი მოსახლეობამ აიღო

ბათუმის მერიის ცნობით, ფრიდონ ხალვაშის 322 ნომერში და ინასარიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთაში შშმ ბავშებისთვის დამონტაჟებული ატრაქციონი მოსახლეობამ აიღო.

განცხადების მიხედვით, ბათუმის მერიაში ატრაქციონის აღებასთან დაკავშირებით მოთხოვნა შევიდა, შემდეგ კი დაფიქსირდა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების გამოყენების არამიზნობრივი ფაქტები.

"მსგავსი ტიპის მოთხოვნა და დამოკიდებულება დისკრიმინაციულია შშმ ბავშვების მიმართ. ბათუმის მერია მოუწოდებს მშობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შვილებს ატრაქციონებით სარგებლობისას და შეძლებისდაგვარად უზრუნველყონ ატრაქციონების მიზნობრივად გამოყენება,“- წერია მერიის განცხადებაში.

შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი ატრაქციონების მონტაჟი რამდენიმე სკვერში მიმდინარეობს. ბათუმის მერია აღებული ატრაქციონის ხელმეორედ დამონტაჟებას აპირებს.

კომენტარები