პირველად, არსებობის ისტორიაში, EMMY მუსლიმმა მსახიობმა აიღო. რიზ ახმედს ჯილდო HBO-ს სერიალში “The night of” შესრულებული მთავარი როლისთვის გადაეცა.
ნომინაციაში, "საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მინისერიალში ან სატელევიზიო ფილმში", რიზ ახმედმა ისეთი მსახიობები დაამარცხა, როგორებიც არიან ბენედიქტ კუმბერბაჩი, რობერტ დე ნირო, ევან მაკგრეგორი, ჯეფრი რაში და ჯონ ტორტურო.
რიზ ახმედი ემის ისტორიაში პირველი მუსლიმი და ამასთანავე, პირველი აზიური წარმოშობის მსახიობია, რომელმაც ამ ნომინაციაში ჯილდო აიღო.
მსახიობი და რეპერი უემბლში, ბრიტანელი პაკისტანელების ოჯახში, დაიბადა და მისთვის ეს EMMY-ზე მეორე ნომინაცია, თუმცა, პირველი ჯილდოა.
რიზ ახმედამდე, ემის ერთადერთი აზიური წარმომავლობის მფლობელი არჩი პანჯაბი იყო, რომელმაც ჯილდო 2010 წელს, CBS-ის სერიალში “კარგი ცოლი“ ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის აიღო.





