ქარიშხალი ირმა

არ ესროლოთ ქარიშხალს ტყვიები - პოლიცია ფლორიდის მოსახლეობას აფრთხილებს

abc.com

ფლორიდას ქარიშხალი ირმა უტევს. ქალაქ მაიამიში შტორმულმა ტალღებმა დამცავი ჯებირები გაარღვიეს, რის შედეგადაც, ქალაქის რამდენიმე ნაწილი დაიტბორა. შტორმს მაიამიში პირველი მსხვრეპლი უკვე მოყვა, ავტოავარიას სატვირთოს მძღოლი შეეწირა, ამასთანავე ქარიშხალმა მშენებარე შენობის ამწე წააქცია, თუმცა აღნიშნული შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა.

ფლორიდის პასკოს ოლქის შერიფი საკუთარი Twitter-ის მეშვეობით მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მეშვეობით ქარიშხლის მიმართულებით არ ისროლონ, რადგან ამით ქარიშხალს ვერ შეაჩერებენ, მეტიც, ასეთ ქმედებას კონტრპროდუქტიული შედეგიც შეიძლება მოჰყვეს.

facebook-ის მეშვეობით 27 000 ადამიანმა დაწერა, რომ ისინი გეგმავდნენ დასწრებას ღონისძიებაზე - "ესროლე ქარიშხალ ირმას". 

კომენტარები